LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპი ფეხბურთის სამსახურში: ფრანცისკმა თასის ფინალი დალოცა

121

იტალიის თასის ფინალის წინ რომის პაპი ”იუვენტუსისა” და ”ლაციოს” ფეხბურთელებს შეხვდა. ორივე გუნდის მოთამაშეები და ხელმძღვანელები ვატიკანს ესტუმრნენ, რომის პაპს საჩუქარად ორივე გუნდის მაისურები გადასცეს და მასთან სურათებიც გადაიღეს. მიღების დასრულების შემდეგ პაპმა ფრანცისკმა მათ სიტყვით მიმართა:

”ფეხბურთელებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ. ისინი მაგალითის მიმცემები არიან ძალიან ბევრი ახალგაზრდისათვის. ვისურვებდი, რომ ყოველი თქვენგანი იყოს ერთგულების, ჰარმონიის, პატიოსნების და ჰუმანიზმის მაგალითი”, – განაცხადა რომის პაპმა.

იტალიის თასის ფინალი ”იუვენტუსსა” და ”ლაციოს ” შორის დღეს, რომის ოლიმპიურ სტადიონზე შედგება.
”ბებერ სინიორას” აღნიშნული ტიტული 11-ჯერ აქვს მოგებული და ფინალსაც მოქმედი ჩემპიონის რანგში ხვდება. რაც შეეხება რომაელებს, ”ლაციომ” იტალიის თასი 6-ჯერ მოიგო, მათ შორის ბოლოს 2012/13 წლებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები