LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომის პაპის აზრით, ეკლესიამ გეებს ბოდიში უნდა მოუხადოს

104

რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ რომის კათოლიკურმა ეკლესიამ გეებს მათთან დამოკიდებულების გამო ბოდიში უნდა მოუხადოს, ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

პონტიფიკოსის თქმით, ეკლესიას არ აქვს უფლება განიკითხოს გეები და მათ პატივისცემით უნდა მოექცეს. ამასთან, ფრანცისკეს თქმით, მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი სხვა ადამიანების წინაშეც, რომლების მარგინალიზაციაც ეკლესიამ მოახდინა – გაჭირვებულებთან, მძიმე შრომაში ჩაბმულ ბავშვებთან და ქალებთან.

განცხადებები პაპმა სომხეთიდან დაბრუნებისას გზაში გააკეთა, მან თვითმფრინავში ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ფრანცისკეს ლგბტ საზოგადოების წევრები ყველაზე შემწყნარებელ პაპად მიიჩნევენ, თუმცა მისი ლიბერალური დამოკიდებულებები რომის კათოლიკური ეკლესიის კონსერვატიულ წრეებში არაერთხელ გამხდარა მკაცრი კრიტიკის საგანი.

პოპულალურები