LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რომლებია მსოფლიოს საუკეთესო სტადიონები (ფოტო)

77

საიტ StadiumDB.com-ის ექსპერტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ საუკეთესო სტადიონების რეიტინგი შეადგინა.

პირველი ადგილი დაიკავა ლონდონის ოლიმპიურმა სტადიონმა (60 ათასი), რომელზეც „ვესტ ჰემი“ თამაშობს. მეორეა სტამბოლის „ბეშიქთაშის“ „ვოდაფონ არენა“ (42 ათასი). მესამე აღმოჩნდა „კრასნოდარის“ სტადიონი (34 ათასი), რომელიც 2016 წლის ნოემბერში გაიხსნა და სადაც ქართველი თორნიკე ოქრიაშვილი თამაშობს.

სამი გამარჯვებულის გარდა კონკურსში კიდევ 26 სტადიონი მონაწილეობდა.

კონკურსი ზედიზედ მეშვიდე წელია ტარდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები