LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო 200: გოლების გარდა პასებიც იცის

29

ესპანეთის ჩემპიონატის მეშვიდე ტური მადრიდში „რეალისა“ და „ესპანიოლის“ შეხვედრით დასრულდა.

მასპინძლებმა ისკოს დუბლით 2:0 მოიგეს. პირველი გოლის დროს ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა – კარიერაში მე-200 შედეგიანი გადაცემა შეასრულა კრიშტიანო რონალდომ.

პორტუგალიელმა ამდენი პასი ოთხი გუნდის რიგებში შეაგროვა: 112 გადაცემა „რეალში“ ჰქონდა, 54 – „მანჩესტერ იუნაიტედში“, 27 – პორტუგალიის ნაკრებში და 7 – „სპორტინგში“.

რონალდოს კარიერაში 607 გოლი აქვს გატანილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები