LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო – ჩემპიონთა ლიგის იმპერატორი: ნახეთ კრიშტიანოს ფანტასტიური სტატისტიკა

41

კრიშტიანო რონალდომ კიდევ ერთი ისტორია დაწერა.

ის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ერთი კლუბის მაისურით ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლის გატანა შეძლო. უკვე 101 აქვს შეგდებული და ეს მხოლოდ 95 მატჩში.

პორტუგალიელს ევროპის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე გატანილი გოლებით მისი მთავარი მეტოქე ლეო მესი მისდევს (97 გოლი).

ლიგაზე გოლების 14% რონალდოს პენალტით აქვს გატანილი.

ლიგის ამ სეზონში კრიშტიანომ უკვე შეაგდო 10 გოლი.

ამასთან, რონალდო ერთადერთი ფეხბურთელია, ვინც ლიგის ზედიზედ 7 სეზონში შეძლო ერთ ტურნირში 10 და მეტი გოლის გატანა.

რონალდომ გაიტანა 9 გოლი ბოლო 5 მატჩში.

კრიშტიანომ ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე 118 გუნდმა (137-დან), რომელთაც ოდესმე უთამაშიათ ამ ტურნირზე.

რონალდო პირველია ისტორიაში, რომელმაც ლიგის 7 სასტარტო შეხვედრაში გაიტანა (აპოელი, დორტმუნდი, ტოტენჰემი, ტოტენჰემი, აპოელი, დორტმუნდი, პსჟ).

რონალდოს გოლების თითქმის ნახევარი პლეი-ოფებშია გატანილი – 46 ბურთი 101-დან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები