LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ცნობილ ევროპელებში სიმდიდრით მეორეა

79

ავტორიტეტულმა ამერიკულმა ჟურნალმა “ფორბსმა” გამოაქვეყნა ყველაზე მაღალანაზღაურებადი ცნობილი ევროპელების სია. ამ რეიტინგში სპორტსმენები ჭარბობენ და მათგან საუკეთესოა მადრიდის “რეალის” ფორვარდი კრიშტიანო რონალდო, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, პორტუგალიელის შემოსავალმა 93 მილიონი დოლარი შეადგინა.

კლასიფიკაციას სათავეში უდგას ჰარი პოტერის რომანების სერიის ავტორი, ბრიტანელი მწერალი ჯოან როულინგი – 95 მილიონი შემოსავლით. ტოპ-ხუთეულში სპორტსმენებიდან ასევე შესულია შვეიცარიელი ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი – 64 მილიონი დოლარით.

TOP20-ში სპორტსმენთაგან ასევე შესულები არიან: გოლფისტი რორი მაკილროი (მე-9 ადგილი), მრბოლელები – ლუის ჰემილტონი (11) და სებასტიან ფეტელი (14), ჩოგბურთელი ნოვაკ ჯოკოვიჩი (15), მრბოლელი ფერნანდო ალონსო (17), ფეხბურთელი გარეტ ბეილი (18), მებრძოლი კონორ მაკგრეგორი (19) და ფეხბურთელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი (20).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები