LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო გააუმჯობესეს: აეროპორტში კრიშტიანოს ბიუსტი უკეთესი გახდა

81

მადეირას აეროპორტში კრიშტიანო რონალდოს ლეგენდარული ბიუსტის გაუმჯობესებული ვერსია დაიდგა.

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ტური მადრიდის ”რეალის” და პორტუგალიის ნაკრების ლიდერისათვის წარმატებული გამოდგა. პორტუგალიისა და ესპანეთის ფრედ, 3:3 დასრულებულ მატჩში რონალდომ ჰეთ-თრიკი მიითვალა. განსაკუთრებით კი ამ სამიდან მისი საჯარიმო დარტყმით გატანილი ულამაზესი გოლი გამოირჩა.

ყველაზე მეტად პორტუგალიელი თავის მშობლიურ ქალაქ მადეირაში დააფასეს, რომლის აეროპორტიც მის სახელს ატარებს.

აეროპორტის ფოიეში რონალდოს ბიუსტის გაუმჯობესებული ვერსია დაიდგა, რომელიც ძველ ბიუსტთან შედარებით ნამდვილად არ დაიწუნება.

 

აღსანიშნავია, რომ ლეგენდარული ბიუსტის ავტორი ემანუელ სანტოში თავიდან თავისი ქმნილების გაუმჯობესებაც ცდილობდა, თუმცა უშედეგოდ.

ახლა კი პროგრესი შესამჩნევია, არა?

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები