LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო იუვენტუსში მიდის: აგერ მტკიცებულებები

92

ესპანური და იტალიური მედია აქტიურად წერს, რომ ძალიან მალე რონალდო ტურინის „იუვენტუსში“ გადავა, სადაც წლიურად 30 მლნ ევროს მიიღებს, ხოლო „რეალის“ ხაზინა 120 მილიონით შეივსება.

კრიშტიანო რონალდოს უდიადესი ეპოქა მადრიდის „რეალში“ დასასრულს მიუახლოვდა. ყოველ შემთხვევაში ბევრი რამ მიუთითებს იმისკენ, რომ საქმე სწორედ დასასრულისკენ მიდის.

აქ რამდენიმე ფაქტს ჩამოვთვლით, რომელიც შესაძლოა ათას მითქმა-მოთქმაზე წონადი არგუმენტი იყოს.

მადრიდის „რეალმა“ 2018/19 წლების სეზონისთვის ახალი ფორმა წარადგინა. არანაირი რონალდო იქ არ არის.
მადრიდელებმა საშინაო ფორმის 86-წლიანი ევოლუცია აჩვენეს.

 

La Gazzetta Dello Sport-მა ტრანსფერის ალბათობა აეროპორტში გადაღებული ფოტოებით გაამყარა, ხოლო ავტორიტეტული Marca იუწყება, რომ რონალდო ტურინში სახლს ეძებს.

BeIN-მა კიდევ ერთ მტკიცებულებას მიაგნო – შავ-თეთრი მაისურები რონალდოს გვარით.

ამასობაში:

საფონდო ბირჟაზე „იუვენტუსის“ აქციებმა სარეკორდო – 7,27 პროცენტით აიწია.

ტურინელები მზად არიან გაყიდონ გონსალო იგუანი და პაოლო დიბალა, რათა ბიუჯეტი გამოათავისუფლონ. არგენტინელებს მირალემ პიანიჩსაც მიაყოლებენ.

„იუვე“ რონალდოს 30 მილიონს გადაუხდის, რაც თითქმის 10 მილიონით მეტია ამჟამინდელ ხელფასზე – კრიშტის მადრიდში 21 მილიონიანი ჯამაგირი აქვს.

რონალდო „რეალში“ 2009 წელს გადავიდა „მანჩესტერიდან“ იმ დროისთვის სარეკორდო 94 მილიონ ევროდ.
მადრიდული კლუბის რიგებში კრიშტიანომ ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ თასი და ორჯერ ქვეყნის სუპერთასი, ასევე 4 ჩემპიონთა ლიგა, 2 ევროპის სუპერთასი და 3 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები