LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო კიდევ ერთ ბავშვს ელოდება: მისი გელფრენდი 5 თვის ფეხმძიმეა

211

მადრიდის ”რეალის” ვარსკვლავის, კრიშტიანო რონალდოს მეგობარი გოგონა 5 თვის ფეხმძიმეა.
მედია აქტიურად განიხილავს ჯორჯინა როდრიგესის მდგომარეობას, რომელთან ურთიერთობაც კრიშტიანომ ოფიციალურად მაისის ბოლოს დაადასტურა.

როგორც ბრიტანული გამოცემა Daily Mail გვამცნობს, უახლოეს ხანებში პორტუგალიელის ოჯახში მატებაა მოსალოდნელი. მიუხედავად იმისა, რომ რონალდოს დედამ საჯაროდ უარყო ხმები ჯორჯინას ორსულობასთან დაკავშირებით, ფაქტი ჯიუტია. 22 წლის მოდელის მუცელი დღითიდღე იზრდება.

ცნობას რონალდოს მეგობარი გოგონას ფეხმძიმობასთან დაკავშირებით ფეხბურთელთან დაახლოებული პირიც ადასტურებს, რომლის თქმითაც, წყვილი ძალიან ბედნიერია და შვილის დაბადებას მოუთმენლად ელიან.

შეგახსენებთ, რომ რონალდოს უკვე სამი შვილი ჰყავს და სამივე სუროგატი დედებისაგან.

პირველი შვილი – კრიშტიანო ჯუნიორი სუროგატმა დედამ კრიშტიანოს 2010 წელს გაუჩინა. ცოტა ხნის წინ კი ასევე სუროგატი დედისაგან პორტუგალიელს კიდევ 2 შვილი – მატეო და ევა შეეძინა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები