LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო მესის დაეწია: მსოფლიოს საუკეთესო ხალხი გამოვლინდა (ვიდეო)

101

ფიფას გალა დაჯილდოვებაზე – The Best – გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად მადრიდის “რეალისა” და პორტუგალიის ეროვნული ნაკრების ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო დასახელდა. “სამეფო კლუბის” მეგოლემ ლიონელ მესისა და ნეიმარს აჯობა.
ამგვარად, რონალდო და მესი წლის საუკეთესო ფეხბურთელებად უკვე ხუთ-ხუთჯერ არიან დასახელებულნი.

ფიფა-მ 2017 წლის საუკეთესო მწვრთნელად ზინედინ ზიდანი, ხოლო საუკეთესო მეკარედ ჯანლუიჯი ბუფონი დაასახელა.

გალა-წარმოდგენაზე, რომელსაც ბრიტანელი მსახიობი იდრის ელბა უძღვებოდა, სხვა ჯილდოების მფლობელებიც გამოვლინდა:
საუკეთესო ქალი ფეხბურთელი – ლიკე მარტენსი (ჰოლანდია)
საუკეთესო ქალი მწვრთნელი – სარინა ვიგმანი (ჰოლანდია)
წლის საუკეთესო გოლი – ოლივიე ჟირუ (“არსენალი”)
ფანების პრიზი – “სელტიკის” გულშემატკივრები
ფეარ პლეის პრიზი – ფრანსის კონე.

ფიფას გალა დაჯილდოვებაზე გასული სეზონის საუკეთესო ქალ ფეხბურთელად ჰოლანდიელი ლიკე მარტენსი დასახელდა. კანდიდატთა სამეული ასე გამოიყურება.
წლის საუკეთესო ფეხბურთელი ქალი: დეინა კასტელიანოსი (ვენესუელა), კარლი ლოიდი (აშშ), ლიკე მარტენსი (“ბარსელონა“).

ფიფას გალა დაჯილდოვებაზე ქალთა ფეხბურთში საუკეთესო მწვრთნელად ჰოლანდიელი სარინა გიმანი დასახელდა. ჰოლანდიის ქალთა ნაკრების დამრიგებელს პრიზი მისივე თანამემამულემ – რუუდ გულიტმა გადასცა.

საუკეთესო მწვრთნელი ქალთა ფეხბურთში: ნილს ნილსენი (დანია), ჟერარ პრეშერი (“ლიონი“), სარინა გიმანი (ჰოლანდია).

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის წოდების მიღების შემდეგ განაცხადა, რომ მან არ იცის, თუ კიდევ რამდენი ხნის განმავლობაში იმუშავებს მადრიდულ კლუბში.
“სცენა – ჩემი საყვარელი ადგილია. მოედანზე ყოფნისას არ ვიღებ იმხელა სიამოვნებას, რამხელასაც სცენაზე ყოფნის დროს.
ჩემი მოთამაშეები ყოველდღიურად ძალიან ბევრს შრომობენ, ასე რომ, მათთან ერთად მუშაობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა.
ჩვენ წინ უამრავი სამუშაო გვაქვს. ამ გუნდში უკვე 18 თვეა, რაც ვიმყოფები. არ ვიცი, თუ კიდევ რამდენი ხანი ვიმუშვებ “რეალში”, ამ ეტაპზე მხოლოდ ჩვენს მთავარ მიზნებზე ვფიქრობთ.
სამი ჩემპიონთა ლიგა? დიახ, ეს შესაძლებელია. თქვენ ყველამ იცით, რომ მოგებები უფრო მეტ მოტივაციას გვანიჭებს”, – ეს ზიდანის სიტყვებია.

 

 

ფიფას გალა დაჯილდოვებაზე სეზონის სიმბოლური გუნდი დასახელდა. საუკეთესო თერთმეტეულში მადრიდის “რეალის” ფეხბურთელები ჭარბობენ.
სეზონის გუნდი: ჯანლუიჯი ბუფონი, დანი ალვეში, მარსელო, სერხიო რამოსი, ლეონარდო ბონუჩი, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი, ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ, ნეიმარი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები