LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო საუკეთესო ფეხბურთელია

125

მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი კრიშტიანო რონალდო ფიფას ვერსიით წლის საუკეთესო ფეხბურთელია.

ციურიხში, ფიფას წლის საუკეთესოთა დაჯილდოვებაზე 2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელი გამოავლინეს.

2016 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ევროპის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის “რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანო რონალდო გახდა.

მან „ბარსელონას“ არგენტინელ თავდამსხმელ ლიონელ მესის და „ატლეტიკოს“ ფრანგ ნახევარმცველ ანტუან გრიზმანს გაასწრო.

გამოკითხვაში მონაწილეობა გულშემატკივრებმა, ეროვნული ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა მიიღეს.

წლის საუკეთესო ფეხბურთელების ნაკრებში მოხვდნენ:
მანუელ ნოიერი (ბაიერნი), დანი ალვეში (იუვენტუსი), ჟერარ პიკე (ბარსელონა), სერხიო რამოსი, ლუკა მოდრიჩი, ტონი კროოსი (ყველა რეალი), ანდრეს ინიესტა, ლიონელ მესი, ლუის სუარესი (ყველა ბარსელონა), კრიშტიანო რონალდო (რეალი).

რონალდო „ფრანს ფუტბოლმა“ წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა და გასული წლის დეკემბერში „ოქროს ბურთი“ გადასცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები