LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ყველაფერში პირველია: ცუდშიც და კარგშიც

45

კრიშტიანო რონალდოს სიდიადეზე და რეკორდებზე იმდენი დაიწერა, თავიდან რა ჩამოთვლის. თუმცა გასამეორებელიც არაფერია, როდესაც ეს კაცი ახალ რეკორდებზე მიდის და ცოტაც და მორიგ გამორჩეულ ნიშნულს მიაღწევს.
აი რაზეა საუბარი.
მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის მატჩში ირანისა და პორტუგალიის დაპირისპირება რონალდოსთვის საიუბილეო აღმოჩნდა. პორტუგალიელი სუპერვარსკვლავის ანგარიშზე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატზე 37 მატჩია. ამ შედეგით იგი გერმანელ მიროსლავ კლოზეს დაეწია.
რეკორდსმენი კიდევ ერთი გერმანელი ბასტიან შვაინშტაიგერია, რომლის აქტივშიც 38 შეხვედრაა. ანუ მხოლოდ ერთით უსწრებს კრიშტიანოს, რომელიც მას მალევე, მუნდიალის მერვედფინალში დაეწევა, ხოლო თუ პორტუგალიამ ეს რაუნდი გადალახა და მეოთხედფინალში გავიდა, რონალდო ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება.
შეგახსენებთ, მერვედფინალში ევროპის მოქმედი ჩემპიონი A ჯგუფის გამარჯვებულ ურუგვაის შეხვდება.

თუმცა ამდენ კარგს ერთი უარყოფითიც გამოერია.
ირანთან მეორე ტაიმში რონალდომ პენალტი აიკიდა და თავადვე შეასრულა, მაგრამ ვერ გაიტანა – მეკარემ აუღო. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კრიშტიანო პირველი პორტუგალიელია, რომელმაც მუნდიალზე თერთმეტმეტრიანის გატანა ვერ შეძლო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები