LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ყველაზე მდიდარია: რა ფულს შოულობენ ფეხბურთში

78

გასულ წელს მადრიდის ”რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანო რონალდომ ყველა ფეხბურთელზე მეტი თანხა გამოიმუშავა. 2016 წელს მისმა შემოსავალმა 87.5 მლნ ევრო შეადგინა.
ამის შესახებ ინფორმაცია France Football-მა გაავრცელა.

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემის ინფორმაციით, 32 წლის პორტუგალიელის შემოსავალი ფეხბურთელებს შორის ყველაზე მეტი იყო.

მეორე ადგილი 76,5 მლნ ევროთი ”ბარსელონას” ლიდერმა, ლიონელ მესიმ დაიკავა. მესამე ადგილზე ასევე ”ბარსელონას” ვარსკვლავი ნეიმარი გავიდა, რომლის წლიური შემოსავალიც 55,5 მლნ. ევრო იყო.
მეოთხე ადგილი გარეთ ბეილმა (41 მლნ. ევრო), ხოლო მეხუთე ეზეკიელ ლავეციმ (28.5 მლნ. ევრო) დაიკავა.

რაც შეეხება მწვრთნელებს, აქ ”მანჩესტერ იუნაიტედის” დამრიგებელი, ჟოზე მოურინიო ლიდერობს. ყველაზე ექსცენტრიული მწვრთნელის შემოსავალმა 2016 წელს 28 მლნ ევრო შეადგინა. მეორე ადგილზეა ჩინეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარჩელო ლიპი (23,5 მლნ ევრო), სამეულს კი პსჟ-ს ყოფილი მთავარი მწვრთნელი ლორან ბლანი 20 მლნ. ევროთი ასრულებს. მეოთხეა კარლო ანჩელოტი (მიუნხენის ”ბაიერნი” – 15,8 მლნ. ევრო), მეხუთე – ხოსეპ გვარდიოლა (”მანჩესტერ სიტი” – 14,5 მლნ. ევრო).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები