LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო ყველაზე მეტს იტანს, რონალდო ყველაზე მეტს ვერ იტანს

113

სუპერფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ კიდევ ორი სტატისტიკა დადო.

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი კლუბის ანტირეკორდსმენი გახდა. საქმე ისაა, რომ პორტუგალიელმა „ვალენსიასთან“ (2:1) მატჩში თერთმეტრიანის გატანა ვერ შეძლო, ასეთი რამ კი, „“სამეფო კლუბში“ თამაშისას მეათედ მოხდა – პორტუგალიელს 66 პენალტიდან 56 აქვს გატანილი (სხვათა შორის, “ვალენსიას გოლკიპერმა დიეგო ალვეშმა რონალდოს 4 პენალტიდან 3 აუღო, ხოლო კარიერაში 25-ე თერთმეტმეტრიანი მოიგერია).

აქამდე კი, ესპანეთის ჩემპიონატში ამდენი თერთმეტრიანი „რეალის“ არცერთ ფეხბურთელს არ გაუცუდებია. ძველი „რეკორდი“ უგო სანჩესს ეკუთვნოდა, რომელმაც 44 მცდელობიდან 9 ვერ გამოიყენა.

ამავე მატჩში კრიშტიანომ რეკორდიც დაამყარა – ტოპ 6 ლიგის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახდა. ახლა მის ანგარიშზე 367 გოლია, ასეთი მაჩვენებელი კი, არავის აქვს. რონალდომ ესპანეთის ლა ლიგაში 280, ინგლისის პრემიერლიგაში 84, ხოლო პორტუგალიის პრიმეირაში 3 გოლის გატანა შეძლო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები