LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ კიდევ ერთი შვილი დაადასტურა: ბედნიერი ვარ

54

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა კრიშტიანო რონალდომ დაადასტურა, რომ მისი მეგობარი გოგო ბავშვს ელოდება.
პორტუგალიელს პირველად შეეძინება ჩვილი არა სუროგატი დედისგან.

სუპერვარსკვლავმა ეს ამბავი El Mundo-ს ჟურნალისტებს დაუდასტურა.

– როგორ არიან თქვენი ახალშობილი ბავშვები?
– ისინი შესანიშნავი არიან. ბედნიერი ვარ.
– და ბედნიერი ხართ, რომ კიდევ ერთი შვილი გეყოლებათ?
– დიახ, ძალიან ბედნიერი ვარ.

 

რონალდომ ჯორჯინა როდრიგესი 2016 წელს გაიცნო.
2017 წლის ივნისში მათი ურთიერთობა დადასტურდა და გოგონას მომრგვალებული მუცლის გამო ჭორები აგორდა.

რონალდო მამა პირველად 2010 წელს გახდა, როდესაც კრიშტიანო-უმცროსი შეეძინა.
გასულ ივნისს პორტუგალიელს ტყუპები შეეძინა – ევა და მეტიუ.

სამივე ბავშვი სუროგატი დედისგან დაიბადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები