LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ მეგობარ გოგონას დაბადების დღე მდიდრულ რესტორანში აღნიშნა

192

მაშინ, როდესაც კრიშტიანო რონალდოს ყოფილი მეგობარი გოგო, ირინა შეიკი დედობისთვის ემზადება, ფეხბურთელი პირადი ცხოვრების მოწყობას ცდილობს. სპორტსმენი ჯორჯინა როდრიგესს ხვდება.

რამდენიმე დღის წინ, 31 წლის რონალდო ჯორჯინას დაბადების დღეზე პაპარაცებმა დააფიქსირეს. წყვილი მადრიდის ერთ-ერთ მდიდრულ რესტორანთან შენიშნეს, სადაც როდრიგესის 23-ე იუბილე აღნიშნეს. გოგონას შავი ტოპი, მაღალი ჩექმები და ნარისფერი ჯინსი ეცვა, ხოლო შარვალზე „გუჩის“ ქამარი ეკეთა. რონალდოს კი ყავისფერი ქურთუკი, შავი ზედა და შარვალი და ღია ყავისფერი ფეხსაცმელი ეცვა, თავზე კი ქუდი ეხურა.

შეგახსენებთ, რომ წყვილის რომანის შესახებ ცნობილი გასული წლის ნოემბერში გახდა. მანამდე რამდენიმე თვე მათი ურთიერთობა ფარული იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები