LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ ქალი აღიარა: ელოდება თუ არა კიდევ ერთ ბავშვს

64

კრიშტიანო რონალდომ დაადასტურა ჯორჯინა როდრიგესთან კავშირი, რომელიც შესაძლოა ფეხმძიმედ იყოს.
ჭორაობის ახალი თემა ამ ზაფხულისთვის.

„რეალის“ ფეხბურთელმა ინსტაგრამზე 22 წლის ჯორჯინასთან ფოტო გამოაქვეყნა და ჟურნალისტებმა ყურადღება მიაქციეს, რომ წყვილს ხელი გოგონას ოდნავ მომრგვალებულ მუცელზე უდევს. ბევრმა კომენტარებში უკვე მილოცვაც იჩქარა.

რონალდო ამ გოგოს 2016 წლის ზაფხულში შოპინგის დროს გადაეყარა.
სწორედ მან გაუწია კომპანიონობა ცერემონიაზე, როდესაც რონალდო წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის განკუთვნილ პრიზს იღებდა.

2010 წელს რონალდოს სუროგატი დედისგან კრიშტიანო-უმცროსი შეეძინა.
მარტში The Sun-მა აცნობა, რომ კიდევ ერთი სუროგატი დედა უახლოეს ხანში პორტუგალიელ ვარსკვლავს ტყუპებს გაუჩენს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები