LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ რაულს გაასწრო, კლასიკომ რეკორდი დაამყარა

114

კრიშტიანო რონალდომ „რეალის“ ლეგენდას რაულს გადაასწრო კლასიკოში გატანილი გოლების მიხედვით. წინ მხოლოდ მესი და ალფრედო დი სტეფანო არიან.
ბარსელონაში გატანილი გადამწყვეტი გოლი რონალდოსთვის მე-16-ეა ელ კლასიკოში. ამით მან რაულს გაასწრო და თან ეს 12 შეხვედრაში გააკეთა, როდესაც რაულს 25 გოლის გასატანად 37 კლასიკო დასჭირდა.
ლეგენდარულ დაპირისპირებაში მესის 21 გოლი აქვს გატანილი (32 მატჩში) და დი სტეფანოს 18 გოლი (30 შეხვედრაში).

რონალდოს „რეალში“ გადასვლის მომენტიდან კრიშტიანოს და მესის სტატისტიკა ემთხვევა: 15-15 გოლი, თუმცა არგენტინელის გუნდმა უფრო მეტი თამაში მოიგო – 12-6.

შაბათის გოლი კრიშტიანოსთვის მე-10 გახდა „კამპ ნოუზე“. გასვლაზე უფრო ხშირად მესის გააქვს (12), 1950-70-იან წლებში „რეალის“ ლეგენდარულ ნახევარმცველ ფრანსისკო ხენტოს 11 აქვს გატანილი.

„ბარსელონამ“ და „რეალმა“ ევროპაში გულშემატკივრების დასწრების მხრივ რეკორდი დაამყარეს: ელ კლასიკოს 99 ათას 264 მაყურებელი ყავდა. ეს სეზონის საუკეთესო დასწრებაა.
„ნოუ კამპი“ ევროპაში ყველაზე ტევადი სტადიონია, მსოფლიოს მასშტაბით კი მე-12-ეა.

 

 

_89056775_gerard_pique1_ap

Barcelona-v-Real-Madrid

CfD432wWQAAnMwW

CfDpbrxWsAEUljP

CfEUCpTVIAADTND

GettyImages-518754486.0

panoramic_barca02042016_019

Video-Barcelona-vs-Real-Ma

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები