LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდომ ზლატანს გაასწრო: ევროპის მწვერვალი არც თუ შორია

38

კრიშტიანო რონალდომ ევროპული ნაკრებების საუკეთესო ბომბარდირთა სიაში ზლატან იბრაჰიმოვიჩს გაუსწრო.
პორტუგალიის ნაკრების მეგოლე მეექვსე ადგილზე აცოცდა.

რონალდომ ბოლო ორ შესარჩევ მატჩში 5 გოლი გაიტანა. 4 ანდორას უსახსოვრა და ერთიც ფარერებს. კრიშტიანოს აქტივში 66 გოლია 135 სანაკრებო შეხვედრებში, რითაც ზლატანას გადაასწრო (62 გოლი 116 თამაშში). შორს არ არის ის დღეც, როდესაც რონალდო მის წინ მდგომ სხვა ფეხბურთელებსაც გადაასწრებს.
ევროპული ნაკრებების საუკეთესო ბომბარდირების სია კი ასე გამოიყურება:

1. ფერენც პუშკაში (უნგრეთი/ესპანეთი) – 84 გოლი 89 მატჩში

2. შანდორ კოჩიში (უნგრეთი) – 75 (68)

3. მიროსლავ კლოზე (გერმანია) – 71 (137)

4. გერდ მიულერი (გფრ) – 68 (62)

5. რობი კინი (ირლანდია) – 68 (146)

6. კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია) – 66 (135)

7. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (შვედეთი) – 62 (116)

8. იმრე შლოსერი (უნგრეთი) – 59 (68)

9. დავიდ ვილია (ესპანეთი) – 59 (97).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები