LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს 40 და ისკოს პასები: მოურინიოს ორჯერ მომგები არავინაა

49

ევროპის ტოპ ჩემპიონატებში ორი გამორჩეული მატჩი შედგა: მანჩესტერული და მადრიდული დერბი. „იუნაიტედმა“ თანაქალაქელ „სიტის“ დაგეგმილი საჩემპიონო ზეიმი ჩაუშალა, მადრიდში კი რა ხანია რონალდო მეფობს.

 

ჟოზე მოურინიოს პრემიერლიგაში მორიგი უნიკალური მიღწევა აქვს.
არავის არ დაუმარცხებია განსაკუთრებული პორტუგალიელი ერთ სეზონში ორჯერ. ეს კი უკვე 7 წელია გრძელდება. არადა, რა შანსი ქონდა გვარდიოლას…

 

ისკო – პასის მეფე
ისკო „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაში შეცვლაზე შევიდა. მან 31 პასი გააკეთა და ყველა ზუსტი. მაგრამ ეს ყველაფერი როდია. „იუვენტუსის“ წინააღმდეგ ისკომ 54 ზუსტი გადაცემა გააკეთა 54 მცდელობიდან. მანამდე 5-დან 5 ზუსტი პასი ჩაითვალა „ჟირონასთან“ მატჩში. ახლა „ატლეტიკოსთან“ 100%-იანი შედეგი. ბოლოს ისკო პასის დროს „ეიბართან“ თამაშისას შეცდა ერთი თვის წინ.

 

კრიშტიანო რონალდომ კი მერვე სეზონში ზედიზედ 40 გოლიან ნიშნულს მიაღწია.

 

33 წლის ფორვარდმა „ატლეტიკოსთან“ ზუსტი დარტყმით კარიერაში 650-ე გოლი გაიტანა.

სხვათა შორის, რონალდოს ეს გოლი მადრიდულ დერბის ისტორიაში 500-ეა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები