LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ახალი ქალი გამოუჩნდა, ჩემზეც იძალადაო – კრიშტიანო ყველაფერში პერესს ადანაშაულებს

75

რონალდოს საქმე ვერ არის კარგად.
კრიშტიანოს ბრალმდებელი ქალის კეტრინ მაიორგის ადვოკატმა, ლესლი სტოველმა განაცხადა, რომ იგი დაუკავშირდა კიდევ ერთ ქალს, რომელიც რონალდოს გაუპატიურებას აბრალებს.
ადვოკატის თქმით, იმ ქალსაც ზუსტად იგივე ისტორია გადახდა თავს, რაც კეტრინს.
იმ მეორე ქალის სახელი არ გასაჯაროებულა, თუმცა ინფორმაცია ლას-ვეგასის პოლიციამდე მივა.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელმა მოდელმა კეტრინ მაიორგიმ განაცხადა, რომ რონალდომ ის 2009 წლის ივნისში, ლას ვეგასში გააუპატიურა.
2010 წელს მან ფეხბურთელის ადვოკატებთან შეთანხმებას მოაწერა ხელი და დუმილისთვის 375 000 დოლარი მიიღო.

2018 წლის სექტემბერში, მაიორგიმ ახალი დეტალური ჩვენება მისცა და პოლიციამ თავიდან აღძრა საქმე.

 

ეს ის სასტუმროა, სადაც კეტრინის ამბავი დატრიალდა

 

რონალდო მიიჩნევს, რომ მისი დადანაშაულების უკან… ფლორენტინო პერესი დგას..
კრიშტიანოს შეთქმულების თეორიის სჯერა.

რონალდოსა და მადრიდული კლუბის ურთიერთობა დეკემბერში გაფუჭდა, როდესაც „რეალმა“ და პირადად პერესმა ფეხბურთელს გადასახადებთან დაკავშირებით სასამართლო გარჩევებში მხარი არ დაუჭირა. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ პერესი გავლენას ახდენს ბოლო მოვლენებზე: გაუპატიურების ბრალდება, ფიფას საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მიღმა დარჩენა, წითელი ბარათი „ვალენსიასთან“ შეხვედრაში. „ის რა თქმა უნდა არ არის მშვიდად და არ არის მობილიზებული, რაც სეზონის პირველი თამაშებიდან ჩანს“, – ციტირებს Football Italia გამოცემა La Repubblica-ე დაყრდნობით.

როგორც ჩანს, ეს ამბავი ასე მარტივად არ დასრულდება და გაგრძელება იქნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები