LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ეფექტი: კრიშტიანოს სავარაუდო ტრანსფერი და მისი ჯაჭვური რეაქცია

45

ევროპულ ფეხბურთში ახლა მთავარი სატრანსფერო თემა კონტინენტის მთავარ ვარსკვლავს, კრიშტიანო რონალდოს ეხება. ამბობენ, რომ ის მიდის “რეალიდან” და შესაძლოა, “ოლდ ტრაფორდზე” ბრუნდება…

ყოველ საათში ვრცელდება ახალ-ახალი ამბები კრიშტიანოს სავარაუდო ტრანსფერის შესახებ და ერთ-ერთი ასეთი ცნობა, რომელსაც ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები გვთავაზობენ, შემდეგნაირია – “წითელი ეშმაკები” მზად არიან, მადრიდის “რეალს” 183 მილიონი გირვანქა და პლუს, 26 წლის მეკარე დავიდ დე ხეა შესთავაზონ რონალდოსა და ალვარო მორატას სანაცვლოდ.

კრიშტიანოს თავისი აგენტი ჟორჟე მენდეში მოუქოქავს, ამ ტრანსფერის ამბავი მოაგვარეო, მაგრამ ამბობენ იმასაც, რომ ჟოზე მოურინიო თანამემულესთან კიდევ ერთხელ მუშაობის პერსპექტივით არც ისე აღფრთოვანებულია და ეს უფრო თავად ფეხბურთელისა და “მანჩესტერის” უფროსობის სურვილია. ამასობაში, ზინედინ ზიდანი ცდილობს, კრიშტიანო დარჩენაზე დაიყოლიოს, ზიზუს, არაახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, რონალდოს წასვლა სულაც არ სურსო.

ერთი სიტყვით, იმდენი ჯაჭვი და კავშირი თუ მახეა, რომ შეუძლებელია, არ აიხლართო. მაგალითად, თუ “რეალი” დიდი ხნის ოცნებას აისრულებს და “ოცნებების თეატრიდან” დე ხეას წამოიყვანს, მაშინ ჯანლუიჯი დონარუმა აღარ დასჭირდება და ამ შემთხვევაში, “მილანის” 18 წლის მეკარეზე სწორედ “მანჩესტერი”
გადაერთვებაო… თავის მხრივ, “როსონერი” “სიტისგან” ჯო ჰარტის ყიდვას ან თხოვებას აპირებს. თანაც, 30 წლის ინგლისელი გოლკიპერი სერია A-ს უკვე მშვენივრად იცნობს, რადგან “ტორინოში” იბურთავა.

 

გაზეთი „ლელო“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები