LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს გარშემო სკანდალი გრძელდება – ”რეალი” სასამართლოში ჩივის

94

მადრიდის ”რეალი” პორტუგალიურ გამოცემა Correio da Manhã-ს სასამართლოში უჩივლებს.

ამის მიზეზი გაზეთში განთავსებული სტატია გახდა,რომელიც კრისტიანო რონალდოს გარშემო ბოლო დროს აგორებულ სკანდალს უკავშირდება.

სტატიაში ნათქვამი იყო რომ რონალდომ,რომელსაც ბრალად სექსუალურ ძალადობას სდებენ,თავის სავარაუდო მსხვერპლს კეტრინ მაიორგას სიჩუმის სანაცვლოდ ფული მადრიდის ”რეალის” წარმომადგენლების მოთხოვნით გადაუხადა.

”აღნიშნულ მასალებში ყალბი ცნობებია,რომლებსაც შეეძლოთ სერიოზულად დაეზარალებინათ კლუბის იმიჯი.

”რეალს” არასდროს არავითარი კავშირი არ ჰქონია კრისტიანო რონალდოს პირადი ცხოვრების არც ერთ ასპექტთან და შესაბამისად,არც არანაირი ზომები არ მიუღია.” – ნათქვამია კლუბის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ საგანგებო განცხადებაში.

”რეალი” გამოცემისაგან მოითხოვს,რომ აღნიშნული ცნობები უარყონ და სამეფო კლუბს ბოდიში მოუხადონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები