LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს გოგო გაუბახებია: ა ფული და შენი ხმა არ გავიგო

98

2010 წელს კრიშტიანო რონალდომ ქრთამი გადაიხადა, რათა გაუპატიურებაში ბრალდებისთვის თავი აერიდებინა.
დიდი სკანდალი მწიფდება.
ინციდენტი რონალდოს მონაწილეობით 2009 წლის 13 ივნისს ლას ვეგასში მოხდა, სადაც ის ძმასთან და ბიძაშვილთან ერთად ისვენებდა. ვნებიანი ქალაქის ერთ-ერთ სასტუმროში პორტუგალიელმა ვითომდა გოგონა გააბახა, რის შემდეგაც ის სასამართლოში მისვლას აპირებდა – ამას წერს Der Spiegel, რომელიც Football Leaks-ს ეყრდნობა.
რონალდოს ადვოკატებსა და გოგონას შორის მოლაპარაკებისას მხარეები შეთანხმდნენ, რომ დაზარალებული 375 ათას დოლარს მიიღებდა და კრინტს არ დაძრავდა.
შესაძლოა არ გახსოვდეთ, 2005 წელს რონალდო ჯგუფურ გაუპატიურებაში მონაწილეობაში ეჭვმიტანილობისთვის იყო დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები