LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს მსოფლიოში ყველაზე დიდი ხელფასი აქვს

181

მადრიდის ”რეალის” თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდა.

მოგეხსენებათ, ამ დღეებში ”სანტიაგო ბერნაბეუზე” რონალდოსთან ახალი კონტრაქტის გაფორმების ცერემონია გაიმართა. ოფიციალური ციფრები არ გახმაურებულა (თუ არ ჩავთვლით კონტრაქტის ვადას – 2021 წლამდე).

Sport.es პორტუგალიურ გაზეთ Correio da Manhã-ს ეყრდნობა და წერს, რომ კრიშის ახალი ხელფასი 23,6 მილიონ ევროს შეადგენს წლიურად თანაც გადასახადების გამოკლებით – ეს კი ყველაზე მეტია ფეხბურთელებს შორის. 2021 წლამდე პორტუგალიელი ”რეალში” 118 მილიონ ევროს იშოვის.

რონალდოსთან მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულში იწურებოდა, მისი ანაზღაურება კი 21 მლნ ევრო იყო.

კრიშტიანო ”რეალში” 2009 წლიდან გამოდის. 371 გოლით ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები