LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს ორგიებზე ნამცხვარი გამოუშვეს: ხალხმა სექს-კრიშტიანო დაიტაცა (ფოტო)

69

„მე მიყვარს კრიშტიანო“ – ბრიტანეთის ქალაქ ვუსტერის კაფე Our Taste Of Portugal-ში ყველაზე სექსუალური ნამცხვრები იყიდება. სიახლეს სექსით დაკავებული ადამიანების ფორმა აქვს და ის იმდენად მიმზიდველი აღმოჩნდა, რომ გამოსვლისთანავე მთლიანად გაიყიდა.

რესტორნის ორიგინალურ მიდგომას – „რონალდოს ნამცხვარი“ ეწოდა და ბუნებრივია, ეს „იუვენტუსის“ ფორვარდის სკანდალს უკავშირდება. შეგახსენებთ, რომ რონალდოს რამდენიმე ქალბატონი სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს და დღეისათვის ეს ყველაზე აქტუალური და განხილვადი თემაა.

„სექსუალური ნამცხვრების“ პირველი პარტია რამდენიმე საათში გაიყიდა, თუმცა მომხმარებელთა ნაწილს რესტორნის პოზიცია არ მოეწონა და კრიშტიანოს დამცველებიც გამოუჩნდნენ. ამის გამო, დაწესებულების მფლობელმა ხოსე გონსალვეშმა კულინარიული კრეატივის გამო ბოდიში მოიხადა. მან სოც-ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნა, რომ კრიშტიანო ძალიან უყვარს, მისი სჯერა და ნამცხვრების გამო ყველას ბოდიშს უხდის.

 

რაც შეეხება რონალდოს, ის ბრალდებებს უარყოფს და საქმის მოსაგვარებლად იურისტთა გუნდიც დაიქირავა და მილიონობით დოლარიც დახარჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები