LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოს უნიტაზი, მესის წვენი, ზიდანის პრეზერვატივი: ჩინეთში ვარსკვლავური ფანტაზია გაეხსნათ

40

სახელგანთქმული სპორტსმენების საპატივსაცემოდ დარქმეული საქონლის ასორტიმენტი ძალიან ფართოა და საბავშვო პროდუქციით დაწყებული საშობაო მორთულებებით მთავრდება.

ჩინეთში მსოფლიო პირველობასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ვარსკვლავების პატივსაცემად ახალი მარკები დარეგისტრირდნენ.

სიაში იპოვით: უნიტაზებს „კრიშტიანო რონალდო“, ხილის წვენს „მესი“, საბავშვო ტანსაცმელს „ჰარი კეინი“, საბურავებს „ნეიმარი“, ქვაბებს „სუარესი“, ასევე ღამის პერანგს „პოგბა“.

პოპულარობით სარგებლობენ ისინიც, ვინც კარგა ხანია კარიერა დაასრულეს. ასე მაგალითად, სავაჭრო ნიშნების სამმართველოში განაცხადი შევიდა პრეზერვატივ „ზინედინ ზიდანის“ და მკერდის პროტეზ „დევიდ ბექჰემის“ რეგისტრაციაზე.

აქვე აღნიშნულია, რომ ჩინელ მეწარმეებს შორის მაინც ყველაზე მეტი პოპულარობით ლეო მესი და კრიშტიანო რონალდო სარგებლობენ.

არგენტინელის პატივსაცემად შერქმეული საქონლის ასორტიმენტი ტორტებიდან სამაგიდო ნათურებამდე მერყეობს. პორტუგალიელი მოიხსენიება ტანსაცმლის, აქსეუსუარების, საყოფაცხოვრებო და სანტექნიკის დასახელებებში.

ყველა სავაჭრო ნიშანი ფეხბურთელების თანხმობის გარეშეა დარეგისტრირებული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები