LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოზე სწრაფად გატანილი 100 გოლი: მესის და ბარსას რეკორდები

40

ესეც ასე: ჩემპიონთა ლიგის ყველა მეოთხედფინალისტი ცნობილია. ბოლო, მერვე მონაწილე „ნოუ კამპზე“ გაირკვა და ის, როგორც მოსალოდნელი იყო, „ბარსელონა“ გამოდგა. ესპანურმა გრანდმა 3:0 დაამარცხა არც თუ ურიგოდ მოთამაშე „ჩელსი“ და გზას განაგრძობს. ორი გოლი მესიმ გაიტანა, ერთი დემბელემ.
„ბაიერნის“ მიერ „ბეშიქთაშის“ ბარიერის დაძლევა უკვე გადაწყვეტილი იყო, თუმცა გერმანელებმა სტუმრადაც მოიგეს – 3:1

 

ლეო მესიმ ჩემპიონთა ლიგაზე 100 გოლი გაიტანა და ამისთვის 14 მატჩით ნაკლები დაჭირდა, ვიდრე კრიშტიანო რონალდოს (117 აქვს გატანილი).

მესის ასე სწრაფად გოლი არასოდეს გაუტანია.

მესიმ ინგლისელებთან თამაში ისწავლა. არგენტინელს პრემიერლიგის გუნდებთან პირველ 10 მატჩში გოლი ვერ გაქონდა, მერე კიდევ 18 თამაში 19 გოლი მოაგროვა.

უსმან დემბელეს გოლი პირველია “ბარსელონას” შემადგენლობაში.

ესპანურმა კლუბებმა ინგლისურ გუნდებს ევროთასებზე ბოლო 26 შემთხვევიდან 22-ჯერ მოუგეს.

“ბარსელონა” ზედიზედ მეთერთმეტედ გავიდა ლიგის მეოთხედფინალში. ეს რეკორდია.

“ბარსა” შინ ინგლისურ კლუბებთან – 20 მოგება, 11 ფრე, 2 წაგება.

„ბარსელონამ“ ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ წყვილებში ყველაზე ცოტა დარტყმა შეასრულა – 16 ორ მატჩში.

„ჩელსი“ ამ სეზონის ჩემპიონთა ლიგაზე ლიდერობს კარის ჩარჩოში ზუსტი დარტყმებით. „რეალი“, „ბარსა“ და „იუნაიტედი“ მე-2 ადგილს იყოფენ.

 

 

იუპ ჰაინკესი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 11 გამარჯვება მოიპოვა.

“ბაიერნმა” ბოლო 16 თამაშიდან 15 მოიგო.

“ბაიერნი” მერვედფინალებში – 11 მოგება, 3 წაგება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები