LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდოზე უფრო მახინჯი: ფალკაოს რაღაც ძეგლი დაუდგეს

89

რადამელ ფალკაოს ძეგლი დაუდგეს, მაგრამ ეს კიდევ უფრო მახინჯია, ვიდრე კრიშტიანო რონალდოს ის ცნობილი ბიუსტი.

ცნობილ და წარმატებულ ფეხბურთელებს, ფულის და ფუფუნების გარდა, შეუხედავი ძეგლებიც აერთიანებთ.

El Confidencial წერს, რომ ფალკაოს მშობლიურ ქალაქ სანტა მარტეში ლეგენდარული თანამემამულის ძეგლი დადგეს. 6-მეტრიანი ქანდაკების დასამზადებლად 2.9 ათასი ევრო დახარჯეს. თუმცა არის ერთი პრობლემა – ქანდაკება უფრო FIFA 2004-ის სახეს წააგავს და არა რადამელს.

გახსოვთ ალბათ, 2017-ში მშობლიურ მადეირაზე რონალდოს ბიუსტი დაუდგეს, რომელიც იმდენად არ გავდა ორიგინალს, რომ მემი გახდა. შემდეგ ძეგლს სახე გამოუსწორეს.

საბუქმეკერო კანტორა Paddy Power ოხუნჯობის ხასიათზე დადგა და ბიუსტის ავტორს ასეთივე შეუკვეთა, ოღონდ გარეთ ბეილის. სამუშაო 27 ათას ევროდ ფასდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები