LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როშკა-არხოტის დამაკავშირებელი გზის მშენებლობის სამუშაოები განახლდა

98

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთის დამაკავშირებელი 28 კმ-იანი გზის მშენებლობა განაახლა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პარალელურად უღელტეხილზე გზის გაწმენდითი სამუშაოებიც მიმდინარეობს. სამშენებელო ობიექტი დუშეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ როშკადან იწყება, გადადის არხოტის უღელტეხილზე და მდ. ასას ხეობის გავლით, სოფელ ამღაში მთავრდება. ამ მონაკვეთზე მხოლოდ საცალფეხო ბილიკი არსებობდა, პროექტის ფარგლებში, კი გაიჭრა 6 მ. სიგანის 28 კმ-იანი გრუნტის საავტომობილო გზა, დაგეგმილია ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხიდების მოწყობა.

უწყების ცნობითვე, გზის არარსებობის გამო, წლების განმავლობაში, საზღვრისპირა სოფელი არხოტი მოსახლეობისგან თითქმის დაიცალა და ახლა იქ მხოლოდ 4 ოჯახი ცხოვრობს. სტრატეგიული დატვირთვის გარდა, პროექტს დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. ეს გზა ხელს შეუწყობს მხარეში ადგილობრივების დაბრუნებას და ხევსურეთის ტურისტული პოტენციალის ზრდას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები