LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როუზ ლესლის კიტ ჰარინგტონზე ქორწინებისთვის არ სცალია

302

მიუხედავად იმისა, რომ „სამეფო კარის თამაშების“ ვარსკვლავები, კიტ ჰარინგტონი და როუზ ლესლი დანიშნულები არიან, ქორწილი ჯერ დაგეგმილი არაა. ამის შესახებ მსახიობმა ლოუზ ლესლის ჟურნალ  Town & Country-ისთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა. მსახიობმა გამოცემისთვის სპეციალურ ფოტოსესიაში მიიღო მონაწილეობა, სადაც განსხვავებული სამოსით გამოჩნდა. ლესლის თქმით, მისი და ჰარინგტონის სამუშაო გრაფიკი მას ქორწილზე ფიქრის საშუალებს არ აძლევს: „მე უნდა მოვარგო ქორწილი ჩემს გრაფიკს და ახლა ამისთვის არ მცალია“, – განაცხადა მსახიობმა.

ლესლიმ ასევე საოცნებო როლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოველთვის სურდა ოფელიას როლის შესრულება. ახალ ინტერვიუსა და ფოტოებს, სადაც როუზ ლესლი კლასიკური ბრიტანელი გოგონას იმიჯს ირგებს, მკითხველი ჟურნალ Town & Country-ს ახალ ნომერში გაეცნობა.

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები