LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რთული წილისყრა: ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მეტოქეები გაირკვა

150

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრების მეტოქეები ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია.

ბარსელონაში 2018 წლის წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რეზო ჩომახიძე და საქართველოს საწყლოსნო სახეობათა ფედერაციის პრეზიდენტი დათო რურუა დაესწრნენ.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში გერმანიასთან, უნგრეთთან და იტალიასთან ერთად მოხვდა. პირველ შეხვედრას ჩვენი ნაკრები უნგრეთთან გამართავს.

უნგრეთს წყალბურთში რა წარდგენა უნდა, ისეთი მაგარი გუნდი ყავს. ჩვენი მომავალი მეტოქე 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალისტია (ფინალი ხორვატიასთან წააგო). სხვათა შორის, ამ ტურნირზე ერთი ფრე ქონდა და ისიც იტალიასთან (9:9). ანუ იტალიელების ძალა აქედანაც ჩანს.

 

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მესამედ ითამაშებს.

წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი ბარსელონაში 14-დან 28 ივლისამდე გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები