LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუის-ურბნისის ეპარქია მღვდელმსახურ გიორგი აბდუშელიშვილის მიმართ მკაცრ ზომებს მიიღებს – საპატრიარქო

111

რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურის, გიორგი აბდუშელიშვილის განცხადებების გამო, ეპარქიის მმართველი მღვდელმთავარი, მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) სინანულს გამოთქვამს და მომხდარის გამო, სასულიერო პირთან დაკავშირებით მკაცრ ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ ნათქვამია საპატრიარქოს მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში.

„ამა წლის 3 ივლისს, ტელევიზია TV პირველი-ის გადაცემა “რეაქციაში” მონაწილეობა მიიღო მღვდელმსახურმა, გიორგი აბდუშელიშვილმა, რომელმაც 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული თემის პარალელურად გააჟღერა სიცრუეზე აგებული, შეურაცხმყოფელი და ყოვლად უპასუხისმგებლო ბრალდებები. მის ქმედებასთან დაკავშირებით მრევლი და სასულიერო პირები ითხოვენ დროულ რეაგირებას.

განვმარტავთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი) დარეკა რუის-ურბნისის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და გამთქვა სინანული მომხდარის გამო. ამასთან განაცხადა, რომ მიიღებს მკაცრ ზომებს ზემოხსენებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ახლო მომავალში მეუფე იობი და მისი ეპარქია დააფიქსირებს პოზიციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქო ჯერ არ აკეთებს რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით“, – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, საპატრიარქომ ამავე თემაზე 3 ივლისს გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ა.წ. 6 ივლისს თბილისში, სპორტის სასახლეში, იგეგმება „ქართველი ხალხის ეროვნული ყრილობა“ და რომ „ვრცელდება არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ყრილობა იმართება მიტროპოლიტ იობის (აქიაშვილი) კურთხევით, რასაც მეუფე უარყოფს. ასევე, გაკეთდა განაცხადი ამ ღონისძიებასთან მიმართებაში კათოლიკოს-პატრიარქის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით, რაც რეალობას საერთოდ არ შეესაბამება. შეკრების მიზნებსა და გეგმებზე როგორც საზოგადოებისთვის, ისე ჩვენთვის ა.წ. 2 ივლისს გახდა ცნობილი და, ბუნებრივია, მას ვემიჯნებით,“ – აცხადებდნენ საპატრიარქოში.

პოპულალურები