LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რურკი დონალდ ტრამპის წინააღმდეგ : “როგორ შეუძლია მელანიას, ქმართან დაწვეს?!”

143

არავინ იცის, ვის მისცემს ხმას საპრეზიდენტო არჩევნებში მიკი რურკი, თუმცა ერთი კი დაზუსტებით შეიძლება ითქვას – არა დონალდ ტრამპს. დიდი ხანია, რურკი საკუთარ ანტიპათიას აფიქსირებს მილიარდერის მიმართ, ამჯერად კი პორტალ TMZ-სთან მის შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრა და არც უხამსი გამონათქვამები დაიშურა.

„მისი ცოლი ფულზე მონადირეა. როგორ შეიძლება ამ მსუქან ნაგავთან ერთად ლოგინში წოლა?! თუ მასთან წევხარ, ესე იგი მხოლოდ ფული გაინტერესებს,“ – განაცხადა რურკმა.

ამასთან, მსახიობმა ტრამპი „პლანეტაზე ყველაზე სულელ“ ადამიანად მოიხსენია და აღნიშნა, რომ მასთან და თუფაქთან ერთად სასამართლო პროცესიც ჰქონდა. ამ ისტორიის შესახებ მიკი რურკს არ უსაუბრია, თუმცა ირკვევა, რომ მასსა და ტრამპს შორის დაპირისპირება ძალიან დიდი ხნის წინ დაიწყო.

PALM BEACH, FL - JANUARY 06: Donald Trump and Melania Trump attend Trump Invitational Grand Prix  at Mar-a-Lago on January 6, 2013 in Palm Beach, Florida. (Photo by Larry Marano/Getty Images)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები