LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუს ტურისტებს კონსტანტინოპოლის ეკლესიაში ლოცვა ეკრძალებათ, მათ შორის ათონში

585

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს და რუს ტურისტებს კონსტანტინოპოლის ეკლესიებში ლოცვა ეკრძალებათ – განცხადება ამასთან დაკავსირებით მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების მდივანმა, იგორ იაკიმჩუკმა გააკეთა.

მისი განცხადებით, მრევლის წარმომადგენლები, რომლებიც აკრძალვას არ დაემორჩილებიან, ვალდებული იქნებიან, აღსარება ჩააბარონ და ცოდვა მოინანიონ. ანალოგიურ ქმედებაში შემჩნეულ მღვდელმსახურებს კი, საეკლესიო სასჯელი ელით. კერძოდ, მათ დროებით ან სამუდამოდ აუკრძალავენ ღვთისმსახურებას ან ეკლესიიდან განკვეთენ.

ცნობილია, რომ იმ ტაძრებს შორის, სადაც რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის ლოცვა აკრძალული იქნება, არის მართლმადიდებლური ეკლესიები სტამბოლში და ერთი ტაძარი ანტალიაში. აკრძალვა ასევე შეეხება საბერძნეთში მდებარე რამდენიმე ეკლესიას. მათ შორის კრეტაზე, დოდეკანესზეროდოსსა და ათონის მთაზე მდებარე ეკლესიებს.

შეგახსენებთ, რუსეთის საპატრიარქომ მიიღო გადაწყვეტილება, კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან ევქარისტული კავშირის სრულად გაწყვეტის თაობაზე.

რუსეთის საპატრიარქო 11 ოქტომბერს კონსტანტინოპოლში მიღებულ გადაწყვეტილებას უკანონოდ ცნობს. საუბარია მსოფლიო საპატრიარქოს მიერ კიევის პატრიარქის, ფილარეტისა და მიტროპოლიტ მაკარისთვის ანათემის მოხსნის და იმ სინოდალური გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ, რომლითაც მოსკოვის პატრიარქს კიევის მიტროპოლიტის ხელდასმა შეეძლო.

რუსეთი არასდროს აღიარებს ამ გადაწყვეტილებას და განხეთქილება შენარჩუნდება, აღნიშნა მიტროპოლიტმა ილარიონმა.

პოპულალურები