LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსები ქართულ სირს გაყიდიან

102

”სირი” – რუსული ბაზრისთვის ამ სახელწოდებით ახალი ქართული ღვინის ბრენდის დამზადება იწყება. ღვინის გამოშვებას ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია ”სევერნი ალიანსი” გეგმავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას კი რუსული საინფორმაციო სააგენტო ”მოსკვა” ავრცელებს.

როგორც სააგენტოსთან საუბარში კომპანიის გენერალური დირექტორი ევგენი კომისაროვი აცხადებს, სასაქონლო ნიშნის „სირის“ რეგისტრაციაზე განაცხადი უკვე შეიტანა. მისივე ცნობით, ამ ეტაპზე საცალო ქსელებთან მიდის მოლაპარაკებები, რათა ღვინის ბრენდი მოსკოვის სხვადასხვა სავაჭრო ობიექტებში შეიტანონ.

“ჩვენ ვგეგმავთ დავიწყოთ ალკოჰოლური სასმელის ახალი ხაზის, “სირის” – ქართული ღვინის წარმოება. თუ “სირს” ქართულად გადავთარგმნით, ეს ნიშნავს ბეღურას. ეს სიტყვების გარკვეული თამაშია”, – განაცხადა კომპანიის დირექტორმა. მისივე თქმით, ღვინის ეტიკეტზე წარწერა დატანილი იქნება როგორც ლათინურად (Siri), ისე – რუსულად (Сири).

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები