LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებს არაფერი ეშველებათ: ბავშვებო ეჩხუბეთ ყველას და ყოველთვის

98

სტავროპოლის ხელისუფლებამ ბავშვები დააჯილდოვა, რომლებმაც ნორვეგიაში ტურნირზე ჩხუბი მოაწყვეს.
პატარა ფეხბურთელები სამშობლოს სიყვარულისთვის წაახალისეს.

ბავშვებს ჯილდო პირადად სტავროპოლის ადმინისტრაციის თავკაცმა ანდრეი ჯატდოევმა გადასცა და სამადლობელო წერილები და საჩუქრები ჩამოურიგა.

„ჩვენი ბავშვები სწორად აღზარდეს, სამშობლოს სიყვარულის საუკეთესო ტრადიციებით. ნამდვილი პატრიოტი ყოველთვის მზადაა მამაცურად დაიცვას მშობლიური ქალაქის, მხარის და ქვეყნის ღირსება“, – თქვა თავადაც სწორად აღზრდილმა ჯატდოევმა.

საქმე კი ისაა, რომ ნორვეგიაში ჩატარებულ ტურნირზე ინციდენტი მოხდა ადგილობრივ „ხერდსა“ და სტავროპოლის „კოსმოსის“ შეხვედრისას. ჩხუბი მას შემდეგ დაიწყო, რას უხეშობისთვის გაგდებული „კოსმოსის“ ერთ-ერთი ფეხბურთელი მოედანზე დაბრუნდა და კარატეს სტილში ერთ-ერთ ნორვეგიელს ჩასცხო.

„კოსმოსს“ ტექნიკური წაგება და ჯარიმა 215 ევრო გამოუწერეს. გუნდი ტურნირიდანაც მოხსნეს, თუმცა როგორც ხედავთ, ეს რუსებს დიდად არ ანაღვლებთ. მთავარი ხომ სწორად აღზრდაა და აი საიდან იჩეკებიან წამდაუწუმ ახალი პუტინები: ეჩხუბე, ცემე, დაჩაგრე – ბავშვობიდან…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები