LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსებს ისევ უტევენ: მთელ გუნდს დოპინგის მოხმარებაში ადანაშაულებენ

66

ფიფა 2014 წლის ბრაზილიის მუნდიალზე მონაწილე რუსი ფეხბურთელების საქმეს იძიებს.

34 რუსი ფეხბურთელი (!) დოპინგის მოხმარებაშია ეჭვმიტანილნი, მათ შორის 23 მათგანი (!) ბრაზილიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის ნაკრების განაცხადში იყო. სწორედ ამ ხალხის საქმეა კონტროლზე აყვანილი.

ბრიტანული Daily Mail წერს, რომ გამოძიებამ შესაძლოა 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი (მოგეხსენებათ რუსეთია მასპინძელი), კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც დოპინგის მოხმარებაში მთელი გუნდია ეჭვმიტანილი. გამოცემაში აღნიშნულია, რომ ფიფა “რუს ფეხბურთელებზე დამამტკიცებელ საბუთებსა და დეტალურ ინფორმაციას ფლობს”.

გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები