LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი  აშშ-ის მეგობარი არ არის – ნიკი ჰეილი

82

“რუსეთი  აშშ-ის მეგობარი არ არის,” – ეს განცხადება გაერო-ში აშშ-ის ელჩმა, ნიკი ჰეილიმ, „რესპუბლიკელი“ კანონმდებლების შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული სფეროები, სადაც ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან მუშაობა და ჩვენ ასეც უნდა მოვიქცეთ, როდესაც შეგვიძლია ეს, რუსეთი ჩვენი მეგობარი არ არის,“ – განაცხადა ნიკი ჰეილიმ და დასძინა, რომ  „რუსეთი იქამდე არ იქნება აშშ-ის მეგობარი, ვიდრე მათი მთავრობა იმ ღირებულებების მიმდევარია და ისე იქცევა საერთაშორისო არენაზე, როგორც ახლა“.

სიტყვით გამოსვლისას ნიკი ჰეილიმ ასევე ისაუბრა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის მკაცრ მიდგომებზე რუსეთისადმი.

„ჩვენ შემდეგი ფაქტის წინაშე ვდგავართ: ბოლო ერთი წლის განმავლობაში ამჟამინდელი ადმინისტრაცია რუსეთთან მიმართებაში ისე მკაცრი იყო, როგორც არც ერთი სხვა ადმინისტრაცია არ ყოფილა რონალდ რეიგანის პრეზიდენტობის შემდეგ. არ მესმის, რას ელოდა რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისგან,“ – დასძინა გაერო-ში აშშ-ს ელჩმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები