LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

 რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რვა წელზე მეტია, ერევა – აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი

79

რუსეთი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში რვა წელზე მეტია, ერევა, –  ეს განცხადება აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა, მაიკლ პომპეომ, უსაფრთხოების შესახებ კონფერენციაზე გააკეთა.

კონფერენციაზე დაისვა კითხვა,  ჩაერია თუ არა რუსეთი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, რაზეც  აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა განაცხადა, რომ რუსეთი აშშ-ის არჩევნებში უკვე დიდი ხანია, ერევა.

„მე მილიონჯერ დამისვეს ეს კითხვა. დიახ, რუსეთი ჩაერია ამ არჩევნებში. რუსეთი ჩაერია მაგის წინ ჩატარებულ არჩევნებშიც. რუსები უკვე დიდი ხანია, ამით არიან დაკავებულნი. ვფიქრობ, არც აპირებენ ამის შეწყვეტას,” – განაცხადა მაიკლ პომპეომ და დასძინა, რომ „ადრე ძვირი ჯდებოდა სიუჟეტის ტელევიზიაში ჩვენება. ახლა კი შეიძლება უბრალოდ ინტერნეტის გამოყენება. რუსებმა ეფექტური და მარტივი ხერხი იპოვეს, რათა გავლენა მოახდინონ ჩვენს სისტემაზე და კულტურაზე, რათა სასურველ შედეგებს მიაღწიონ“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები