LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ბორდერიზაციის უკანონო პროცესს აგრძელებს – სუს-ი

72

სოფელ კოდა-ჭვრინისის სეგმენტზე ხელოვნური ბარიერების აღმართვა, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესის გაგრძელების მორიგი ფაქტია, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ.

უწყების ცნობით, აღნიშნულზე, ცენტრალური მთავრობის სახელით გუშინ ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა.

”ეს თავის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობისთვის არამარტო ქმნის კონკრეტულ პრობლემებს, არამედ პირდაპირი მნიშვნელობით აზიანებს უსაფრთხოების გარემოს ადგილზე.

აღნიშნულზე, ცენტრალური მთავრობის სახელით გუშინ ერგნეთში გამართულ IPRM-ის შეხვედრაზე სუს-ის წარმომადგენელმა დეტალურად ისაუბრა. ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის ამსახველი დეტალური მასალა ასევე გაზიარებულ იქნა ეუთო-ს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიის მხრიდან წარმოდგენილ საერთაშორისო მედიატორებთან”, – აცხადებენ სუს-ში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები