LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი და საქართველო „ღია ცის“ შეთანხმებას განიხილავენ, რომელიც გაწყვეტის საფრთხის ქვეშაა – „რია ნოვოსტი“  

85

რუსეთი და საქართველო ორშაბათს ვენაში „ღია ცის“ შეთანხმების განხილვას დაიწყებენ, რომელიც გაწყვეტის საფრთხის ქვეშაა.

ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ სამხედრო-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. თუმცა, მისი ვინაობა არ კონკრეტდება.

ამასთან,  წყაროს  ინფორამციით, “თბილისის უკან აშშ დგას”.

„იანვარში გადაწყვეტილება ვერ მოიძებნა. ყველა ელოდება 26 თებერვალს, როცა ვენაში გაიმართება „ღია ცის“ საკონსულტაციო კომისიის სხდომა. რუსულ-ქართული დაპირისპირება გადაწყვეტილების მიღებას უშლის ხელს. საქართველოს უკან ამერიკელები დგანან, მათ მხარეს არიან კანადელები და ევროპული ქვეყნების ნაწილი – ბალტიისპირეთი, პოლონელები, რუმინელები, ასევე უკრაინელები,“ – განაცხადა წყარომ.

მისი თქმით, თუ გადაწყვეტილებას თებერვლის ბოლოს ვერ მიიღებენ, მაშინ ეს შეიძლება, მარტის სხდომაზე, მოლაპარაკებების სესიის დახურვამდე, მოხდეს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები