LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევებს

80

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელი და მოითხოვა, რომ მათ ერთი კვირის ვადაში დატოვონ ქვეყანა.

ამასთანავე, რუსეთი დიდ ბრიტანეთს სანკტ-პეტერბურგში ბრიტანეთის საკონსულოს დასახურად საჭირო დროს მისცემს, მუშაობის შეწყვეტის ვადები საერთაშორისო ნორმების შესაბამისად განისაზღვრება. ასევე შეწყდება ბრიტანეთის საბჭოს საქმიანობა მისი სტატუსის დაურეგულირებლობის გამო.

შეგახსენებთ, რომ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ 14 მარტს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები