LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ფრთხილად იყოს,როდესაც დაძაბულობას ზრდის – პაოლო ალი

97

საქართველო ნატო-ს წევრი გახდება, ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პაოლო ალიმ საქართველოს პარლამენტში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
”ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველო ნატო-ს წევრი გახდება. ეს ბევრჯერ ითქვა ბუქარესტში 2008 წელს და ის ძალაში რჩება. რაც შეეხება რეგიონში სიტუაციას, ჩვენ გვქონდა საუბარი პარლამენტის თავმჯდომარესთან და გვესმის რუსეთის აგრესიული ქცევა. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც უკრაინისას. ორივე ქვეყანაში ძალიან მსგავსი სიტუაციაა, შეიძლება სამხედრო თვალსაზრისით არა, მაგრამ სხვა მხრივ. არასტაბილურობა რეგიონში – ეს არის საფრთხე, ეს მუქარაა საერთოდ დასავლეთისთვის, ქვეყნებისთვის. ჩვენ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას, ვალდებულებას და ჩვენ ამ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამთ. რუსეთის ფედერაცია ძალიან ფრთხილი უნდა იყოს, როდესაც ზრდის ამ დაძაბულობას. დაძაბულობის გაზრდა არ არის კარგი საერთაშორისო გარემოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი, ამ შემთხვევაში ტერორიზმთან ბრძოლაში და იმედია, რუსეთის ფედერაციას ესმის, რომ არ უნდა ჰქონდეს ასეთი აგრესიული ქცევა. ჩვენ, რა თქმა უნდა, რუსეთის პოზიციას წინააღმდეგობას ვუწევთ. რაც შეეხება MAP-ს, ის გახლავთ ინსტრუმენტი, მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხედვა და MAP-ი არის კონკრეტული საშუალება, რათა პროცესი დაიწყოს. ჩვენ ამაზე საუბარს გავაგრძელებთ”, – განაცხადა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები