LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი კლავს. რუსეთი სახლებს ანგრევს. რუსეთი იტყუება – პეტრო პოროშენკო

72

„რუსეთი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო, „თავის თავს თვითონ დაესხა,“ – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„უკრაინამ სუვერენული გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც დემოკრატიულ ღირებულებებსა და წესებს ეფუძნება. რუსეთი უკრაინას ზუსტად ამის გამო სჯის. რუსეთი კლავს. რუსეთი სახლებს ანგრევს. რუსეთი იტყუება. რუსეთი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ უკრაინა, ისევე როგორც საქართველო „თავის თავს თვითონ დაესხა,“ – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

პოროშენკოს თქმით, „გაერო ჩუმად არ უნდა იყოს, როდესაც გაერო-ს წესდებაში არსებული ღირებულებები და პრინციპები ირღვევა იმ ქვეყნის მიერ, რომელსაც ვეტოს უფლება აქვს“.

„არაფერი გააჩერებს მოსკოვს თავისი აგრესიული, ექსპანსიური პოლიტიკისგან თუ მის წინააღმდეგ ერთიანი ფრონტით არ გამოვა საერთაშორისო თანამეგობრობა, თუ სასჯელი გარდაუვალი არ გახდება. შესაბამისი სასჯელის არარსებობამ გამოიწვია ის, რომ საქართველოს შემდეგ უკრაინის ჯერი დადგა, ლიტვინენკოს შემდეგ სკრიპალის, ხოლო ალეპოს შემდეგ იდლიბის,“ – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები