LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ლობირებს, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მოსკოვის სასარგებლოდ მიიღოს – საქართველოს ადვოკატო

49

სტრასბურგში საქართველოს სახელმწიფოს ადვოკატი ბენ ემერსონი აცხადებს, რომ რუსეთი ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციიდან გამოსვლითა და სასამართლოს დაფინანსების შეწყვეტით იმუქრება, თუ სასამართლოს გადაწყვეტილება მის წინააღმდეგ იქნება. ამის შესახებ ბენ ემერსონმა ბრიტანულ გამოცემა The Guardian-თან საუბარში განაცხადა.

„საიდუმლო არ არის ის, რომ რუსეთი საჯაროდ და დახურულ ფორმატში ლობირებს იმას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მოსკოვის სასარგებლოდ მიიღოს,“ – განაცხადა ბენ ემერსონმა.

საქართველოს ინტერესების დამცველმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიებზე კონტროლის დამყარება გეგმის ნაწილი იყო, რომლის მიზანი, რაც შეიძლება მეტი ტერიტორიების ოკუპირება იყო.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ზეპირი მოსმენა გაიმართა. სხდომის შემდეგ სასამართლო სათათბიროდ გავა, გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები