LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი მზად არის, მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს – იენს სტოლტენბერგი

52

“რუსეთი მზად არის, მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, ამის მაგალითებია საქართველოსთან ისტორიული ომი და უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტი,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა „დოიჩე ველესთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

სრული ვერსია „დოიჩე ველეს“ ეთერში მომავალ კვირას გავა, მანამდე კი მედიასაშუალების ვებგვერდზე ინტერვიუს ნაწილი გამოქვეყნდა.

„მოსკოვს, ასევე, განთავსებული ჰყავს ჯარები მოლდოვაში, მოლდოვის მთავრობის თანხმობის გარეშე,“ – აღნიშნა სტოლტენბერგმა. მისი თქმით, ეს არის რუსეთის მოქმედების სქემა, რომელსაც ის მრავალი წელია, მიჰყვება და რომელსაც პასუხი უნდა გაეცეს.

ინტერვიუში იენს სტოლტენბერგმა, ასევე, შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ახალი სამხედრო შესაძლებლობების გამო. მან აღნიშნა, რომ მოსკოვი დიდ ინვესტიციებს დებს თანამედროვე აღჭურვილობაში, მათ შორის ბირთვულ არსენალში.

„ჩვენ რუსეთის ქმედებებს სარკისებურად არ ვპასუხობთ. ჩვენ ტანკზე ტანკით, რაკეტაზე რაკეტით, ან ბირთვულ იარაღზე ბირთვული იარაღით არ ვპასუხობთ. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა, უზრუნველვყოთ ნატო-ს ადაპტირება, როდესაც ვხედავთ, რომ უფრო მეტად დაჟინებული რუსეთი დიდ ინვესტიციებს დებს ახალ, თანამედროვე აღჭურვილობაში,“ – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

ამავე დროს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ ნატო-ს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და დაძაბულობის შემცირება სურს. .

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები