LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი ქვეყანაში Facebook-ის დაბლოკვით იმუქრება

64

ფეისბუქი, რომელსაც მსოფლიო პოპულაციის მეოთხედი თვეში ერთხელ მაინც იყენებს, შესაძლოა რუსეთში დაიბლოკოს. 
ინფორმაციას ამის შესახებ ინტერფაქსი ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თუ კი ფეისბუქი პირადი ინფორმაციის შენახვის კანონს არ შეასრულებს , ის ფედერაციის ტერიტორიაზე დაიბლოკება.  განცხადება ამის შესახებ  რუსეთის ფედერაციის როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ჟაროვმა გააკეთა.


“კანონი ყველასათვის სავალდებულოა, ჩვენ ყველა შემთხვევაში მივაღწევთ იმას, რომ კანონი აღსრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია შეწყვეტს ჩვენს ტერიტორიაზე ფუნქციონირებას,როგორც ეს ლინკდინის შემთხვევაში მოხდა, გამონაკლისი არ დაიშვება”- განაცხადა ჟაროვმა


პორტალის კანონის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებზე შეგროვილი პირადი ინფორმაცია,  ქვეყნის ტერიტორიის ფარგლებში უნდა რჩებოდეს. უწყება Facebook-ისგან რუსეთის 242 კანონის დაცვას მოითხოვს. ამისათვის კომპანიას კონკრეტული ვადაც მისცეს.

ფეისბუქი 13 წლის წინ შეიქმნა. 2012 წელს მას ყოველთვიურად მილიარდი მომხმარებელი ჰყავდა, რაც იმას ნიშნავს, რომ 5 წელიწადში ეს რაოდენობა გაორმაგდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები