LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს – რუსეთის საგარეო უწყება

29

რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამერიკელებისთვის, რომ არ დავუშვებთ მათი სამხედრო ბიოლოგების გაურკვეველ საქმიანობას რუსეთის საზღვრებთან,“ – განაცხადა ერმაკოვმა.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ისინი გააანალიზებენ საქართველოში ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით იგორ გიორგაძის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები