LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსეთი შესაძლოა, ევროსაბჭოდან გარიცხონ

109

რუსეთი შესაძლოა, ევროსაბჭოდან გარიცხონ. ინფორმაციას ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი ავრცელებს და ამბობს, რომ თუ რუსეთი ორგანიზაციის საწევრო გადასახადს არ გადაიხდის, მოსკოვის წინააღმდეგ სანქციებსაც მიიღებენ. ამის თაობაზე იაგლანდმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიაზე გამოსვლისას განაცხადა.

„ევროსაბჭოს წევრი სანახევროდ ვერ იქნები. ევროსაბჭოს წესდების მეცხრე მუხლი ამბობს, რომ თუ ქვეყანა ორი წლის განმავლობაში ორგანიზაციის ბიუჯეტში საწევროს გადასახადს არ გადაიხდის, მაშინ მინისტრთა კომიტეტიდან მისი წარმომადგენლის გარიცხვა შესაძლებელია. რუსეთის შემთხვევაში ორწლიანი ვადა 2019 წლის ივნისში იწურება, რის შემდეგაც კომიტეტის წევრები ვალდებულები არიან, გადაწყვეტილება მიიღონ,“ – განაცხადა იაგლანდმა.

მისივე თქმით, თუ რუსეთის ორგანიზაციის დატოვებას გადაწყვეტს, მაშინ საჭირო გახდება ევროსაბჭოს ბიუჯეტის კორექტირება. გარდა ამისა, 12 ოქტომბერს სტრასბურგში დაგეგმილია ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის საგანგებო სხდომა, რომელზეც რუსეთის საკითხის განხილვა იგეგმება.

შეგახსენებთ, რუსეთის საწევრო გადასახადი ევროსაბჭოს ბიუჯეტში 33 მილიონ ევროს შეადგენს, რაც ორგანიზაციის მთლიანი ბიუჯეტის 10%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები